ელექტრული გაზომვების ეტალონური სამმართველოს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ელექტრული გაზომვების ეტალონური სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების" საფუძველზე.
კატეგორია:
ტექნიკური სამუშაოები
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
1.ელექტრო გაზომვის საშუალებების დაკალიბრებისა და დამოწმების სამუშაოებში მონაწილეობა;
- გაზომვების მიღებული შედეგების მეტროლოგიური დამუშავება;
- განყოფილებაში არსებულ და ახლად მიღებული გაზომვის ეტალონური საშუალებების ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და მათზე მუშაობის ათვისება;
- სააგენტოსა და დამკვეთის ტერიტორიაზე პირველადი დამოწმების შედეგების აღიარების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
- პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;
- ,,სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1/1-1570 ბრძანება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. N 67
საკონტაქტო ტელეფონები:
577413331; (995 32) 261 25 30
საკონტაქტო პირი:
თამარ პეტაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ქონდეს უმაღლესი განათლება ან იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთ - ერთი მიმართულებებით:
- ელექტრონიკა და ავტომატიზაცია;
-ელექტრობა და ენერგია;
- ინჟინერია - საინჟინრო ფიზიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია;
- ფიზიკა;
- ეკოლოგია.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge — ბმულის გახსნა მეშვეობით;
ველში „განათლება, კვალიფიკაცია“, კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სტუდენტის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების (საჭიროების შემთხვევაში მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ინახება არაუმეტეს 06 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ორგანიზაციის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით ორგანიზაციის მისამართზე ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. 67 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე geostm@geostm.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
