ელექტრო მექანიკოსი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-18:00
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა · საწვავი · სატელეფონო ლიმიტი
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან "2 ნაბიჯში", ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში,
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საწვავი;
- სატელეფონო ლიმიტი;
ძირითადი ფუნქციები:
- დაზიანებული მოწყობილობების შესაკეთებლად აუცილებელი სათადარიგო ნაწილების შესყიდვის ინიცირება;
- მააღაზიებში გეგმიური შემოწმება;
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცერება და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა;
- საჭიროების შემთხვევაში, მაღაზიების და საწყობის ოპერირებისთვის აუცილებელი ინვენტარით მომარაგება და აწყობის/მონტაჟის უზრუნველყოფა;
- წვრილმანი დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული მოწყობილობის/ინვენტარის შეკეთება;
- დამხმარე ინვენტარის მონტაჟი, როგორიცაა: „ქილერი“, UPS;
- გარე და შიდა განათების, ელ. ჩამრთველების შეკეთება;
- გამოყენებული სათადარიგო ნაწილების აღრიცხვა;
- სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და მინიმალურ ზღვარზე დასვლისას ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მაღაზიებისათვის გენერატორის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში;
- გენერატორის მოვლა-პატრონობა, რეგულირება და მისი გამართულობის უზრუნველყოფა;
- მატერიალური ფასეულობების და სამუშაო იარაღების გაფრთხილება, ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით გამოყენება; (შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· საშუალო, ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· საკუთარი ავტომობილის ფლობა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ელექტრო მექანიკოსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება



