ელექტრო - მექანიკოსი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშ–პარ) 09:00-14:00 (შაბათი)
- მისამართი
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან)
- ბენეფიტები
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს · პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
შპს "ელიტ მოტორსი" 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია სხვადასხვა პრემიუმ ბრენდების მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
კომპანია წარმოადგენს ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს როგორებიცაა: Volvo CE, Merlo, Mecalac, Atlas Copco, Genie, Emsa, Mosa, Hangcha, Wacker Neuson
შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო - მექანიკოსის პოზიციაზე.
მიმართულება: მძიმე სამშენებლო ტექნიკა
მდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან)
გრაფიკი:სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)
სამუშაო აღწერილობა:
სამშენებლო და მძიმე სპეცტექნიკის ელექტრონული და ელექტრომექანიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, პრევენციული მომსახურება და დროული შეკეთება.კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება პრემიუმ ბრენდების მძიმე ტექნიკის სერვისსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე (Hydraulic / Electrical / Diesel), პოზიცია ითვალისწინებს ტექნიკის სერვისს ადგილზე (სერვის ცენტრში) და გასვლით საველე მომსახურებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მძიმე ტექნიკის სერვისში მუშაობის გამოცდილება
- ელექტრო და მექანიკური სისტემების დიაგნოსტიკა/რემონტი
- ტექნიკური სქემებისა და სერვის-მენუალების წაკითხვის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მართვის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ნომერს კორპორატიული ლიმიტით
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.machitidze@elitemotors.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 20 25 13.
Subject ველში მიუთითეთ: "ელექტრო - მექანიკოსი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ელიტ მოტორსში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
