ელექტრო ინჟინერი
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში · სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება · მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში
სრული აღწერა
ANAX-ის ტექნიკური დეპარტამენტი გუნდის გაფართოების მიზნით ეძებს გამოცდილ ელექტრო ინჟინერს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს MEP Design მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრო სისტემების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების/ნორმების გათვალისწინებით;
- საინჟინრო გამოთვლების შესრულება;
- მასალათა ჩამონათვალის მომზადება; (BOQ)
- საჭიროების შემთხვევაში პროექტთან დაკავშირებულ შეხვედრებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP Design მიმართულებით;
- AutoCAD-ის კარგი ცოდნა — აუცილებელია; Revit / DIALUX/EPLAN - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- საერთაშორისო სტანდარტებთან და ტექნიკურ ნორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
- სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება;
- მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge და "სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
