ელექტრო დამტვირთველის მძღოლი
- მისამართი
- თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
სრული აღწერა
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას ელექტრო დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: ცვლებში, კვირაში 40 საათი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის შესაბამის ადგილას განთავსება ელექტრო დამტვირთველის გამოყენებით;
- პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ განლაგება მაღალთაროიან საწყობში;
- პროდუქციის გადაადგილებისა და დასაწყობების პროცესის დადგენილი პროცედურების შესაბამისად შესრულება;
- ელექტრო დამტვირთველის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვით მართვა;
- სამუშაო სივრცეში წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ელექტრო დამტვირთველთან ან მსგავს სასაწყობე ტექნიკასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მაღალთაროიან საწყობში, მინიმუმ 9 მეტრის სიმაღლეზე, მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ელექტრო დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე.
ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მძღოლი, კურიერი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

