ელექტრიკოსი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქუთაისი, ავტომშენებლის 42
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება: ელექტრიკოსი
დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ტექნიკური პერსონალი
ძირითადი მოვალეობები
- სამონტაჟო ეტაპზე (ქარხნის მოწყობისას): ძალოვანი, სუსტი დენებისა და განათების საკაბელო ხაზების გაყვანა (ტრანშეებში, „ლოტოკებში“, ყუთებში, მილებში);
- გამანაწილებელი ფარების, მართვის კარადების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება da აწყობა;
- ელექტრომოწყობილობების ქსელთან მიერთება, მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა ფარებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებში;
- საექსპლუატაციო ეტაპზე: ელექტრომოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა და ცვეთადი ელემენტების შეცვლა;
- ტექნიკური გაუმართაობების დროული დიაგნოსტიკა და ოპერატიული აღმოფხვრა წარმოების შეფერხების თავიდან ასაცილებლად;
- შრომის უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვისა და გაგების უნარი;
- საკაბელო ტრასების მონტაჟის გამოცდილება;
- სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება;
- ხელისა და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (შურუპავერტი, ბალგარკა, გაიკავერტი);
- საზომი ინსტრუმენტების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები);
- დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა)
- პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროინჟინერიის/ელექტროტექნიკის მიმართულებით;
- საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის (КИПиА) და თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა.
კომპანია სთავაზობს:
✓ სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
✓ ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
✓ ადგილზე კვებით უზრუნველყოფას;
✓ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
✓ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დამატებით დეტალებზე გაესაუბრება დამსაქმებელი.
პროფესია: ელექტრიკოსი
სამუშაო ადგილი: ავტომშენებლის 42
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ანალიზი, კვლევა/სწავლა, კეთილსინდისიერება, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია

