ელექტრიკოსი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
- ბენეფიტები
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან · კარიერული წინსვლის შესაძლებლობას · მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე ელექტროგაყვანილობის, კაბელების, ჩამრთველების, როზეტებისა და ავტომატების მონტაჟი;
- გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- ავარიული სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრა;
- საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო სქემების წაკითხვა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
Nikora Trade აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ელექტრიკოსი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- ხელოსანი, შეკეთება, მონტაჟი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

