ელექტრიკოსი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00 - 19:00 სთ
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია "ფექიჯინგ სერვის" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 19:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს ელექტრო ქსელებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურება;
- ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
- სტამბისა და საწარმოო დანადგარების ელექტრული სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- პროფილაქტიკური შემოწმებებისა და გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- ელექტროუსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
- ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- სამრეწველო ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
- ელექტრული სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და გამოყენების ცოდნა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული მიდგომა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაო დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანი მართვა;
- გუნდური მუშაობისა და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობის უნარი;
- უსაფრთხოების წესების და პროცედურების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: akvaratskhelia@onepoint.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
