ელექტრიკოსი
- მისამართი
- თბილისი (ფონიჭალა)
სრული აღწერა
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ელექტრიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა).
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოში არსებული ელექტრომოწყობილობების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკის მიმდინარე და დაგეგმილ-პროფილაქტიკური რემონტის დროული და ხარისხიანი განხორციელება;
- ელექტრომოწყობილობების მოხმარების ტექნიკური წესებისა და დაგეგმილი პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების წლიური გეგმის შესაბამისად განხორციელება;
- ტექნიკის რემონტისა და მომსახურების ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ჟურნალებში მათი ზუსტი აღრიცხვა;
- მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკის რეგულარულად შემოწმება;
- რუტინული ინსპექციის ბარათების შესაბამისად ავარიების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- მანქანა-დანადგარების ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულად წარმოება და მათი სათანადო შენახვის უზრუნველყოფა.
კანდიდატის პროფილი:
- პროფესიული განათლება ელექტრო/ენერგეტიკის მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის, ელექტრო-მექანიკის მიმართულებით სასურველია საწარმოში;
- საწარმოო პროცესების ავტომატიზებული სისტემების მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის და სქემების წაკითხვის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
- დინამიკურ გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი;
- ენერგიულობა, აქტიურობა და ინიციატივის წარმოჩენის უნარი.
რას გთავაზობთ?
- პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა;
- ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა;
- კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
- ტრანსპორტირება;
- კვება.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com 18 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
