ელ. კომერციის მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
- მისამართი
- სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს/მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით
სრული აღწერა
27-10-2026 - 27-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსს, დეტალებზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემების ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნა, პრობლემების სწრაფად აღმოჩენა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების დანახვა სწრაფად მზარდ e-commerce გარემოში.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება სხვადასხვა Stakeholder-ებთან თანამშრომლობით;
- Fulfillment პროცესების ანალიზი (შეკვეთის დამუშავების დრო, დაგვიანებები, cancellation-ები, დაბრუნებები) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
- მომხმარებელთა მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი (response time, complaint reasons, CSAT/quality trends) და განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება;
- გაყიდვების დინამიკის, კატეგორიების, ბრენდების, პროდუქტებისა და კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი;
- ბიზნეს ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების, დავალებებისა და პროექტების საფუძველზე ანალიტიკური ანგარიშების, რეპორტებისა და დეშბორდების მომზადება (ძირითადად: Microsoft Power BI, MS Excel);
- არსებული მოთხოვნების სტატუსის პერიოდული მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
- ბიზნეს პროცესებში არსებული სუსტი წერტილების, შეფერხებებისა და დანაკლისების აღმოჩენა და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება მონაცემებზე დაყრდნობით;
- არასტანდარტული/ერთჯერადი ანალიტიკური დავალებების შესრულება და მენეჯმენტისთვის სწრაფი ანალიტიკური დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მონაცემების სიზუსტისა და ხარისხის კონტროლი;
- Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს/მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Power BI, Qlik-ის ან სხვა BI/reporting ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია SQL-ის ცოდნა საშუალო დონეზე (Data Extraction);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია e-commerce ბიზნეს პროცესების ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"Dressup.ge" - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსს, დეტალებზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემების ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნა, პრობლემების სწრაფად აღმოჩენა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების დანახვა სწრაფად მზარდ e-commerce გარემოში.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

