ელ. კომერციის მარკეტერი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
- მისამართი
- სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19
სრული აღწერა
22-09-2026 - 23-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ. კომერციის მარკეტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახლის, ბავშვისა და თავის მოვლის კატეგორიების განვითარებაზე, ცნობადობის ზრდასა და გაყიდვების მხარდაჭერაზე. პოზიცია აერთიანებს კატეგორიების მარკეტინგულ მართვასა და პრომო აქტივობების სრულ ციკლს - კომერციული გუნდისგან აქციის მიღებიდან, ბრიფინგისა და შიდა გუნდებთან კოორდინაციიდან საბოლოო გაშვებამდე.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- გაყიდვების, სეზონურობისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე საკუთარი კატეგორიების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კატეგორიებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის, მიზნების, საკომუნიკაციო არხებისა და მთავარი გზავნილების განსაზღვრა;
- კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და კოორდინაცია;
- გაყიდვების დინამიკისა და მარკეტინგული შედეგების მონიტორინგი, აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და ყოველთვიური რეპორტინგი;
- პრომო აქტივობების კალენდრის მართვა და ყოველთვიური SMM და Web კალენდრების ფორმირებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო პარტნიორი ბრენდებიდან საჭირო მასალების მოძიება და ადაპტაცია;
- ინფლუენსერებთან, დიზაინერებთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების ორგანიზება;
- საკუთარ კატეგორიებზე აქციების პროცესის სრული მართვა კომერციული გუნდისგან ინფორმაციის მიღებიდან საბოლოო გაშვებამდე: საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, დიზაინის, კონტენტისა და Digital გუნდებისთვის დეტალური ბრიფების მომზადება, სამუშაო პროცესის კოორდინაცია და საბოლოო მასალების ხარისხის კონტროლი;
- Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, SMM-ის ან მსგავსი მიმართულებით;
- გაყიდვებისა და მარკეტინგული მონაცემების ანალიზის, ტენდენციებისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი;
- მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიზნესის მიზნების შესაბამის მარკეტინგულ აქტივობებად გარდაქმნის უნარი;
- ესთეტიკური ხედვა და ვიზუალური თუ კონტენტ-ტრენდების აღქმის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია B2 დონე);
- სხვადასხვა გუნდთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის, რამდენიმე პარალელური პროცესის მართვისა და დავალებების ბოლომდე მიყვანის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის მარკეტერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

