ექთნის დამხმარე / მზრუნველი
გამოქვეყნდა 20 ნოებოლო ვადა: 18 დეკ
- ანაზღაურება
- 80 ₾
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 8 საათიანი ცვლა, გრაფიკი შეთანხმებით
- მისამართი
- მცხეთა, საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში
- ბენეფიტები
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას · კომპანიის ავტომობილით მომსახურებას · სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის დამხმარის (მზრუნველის) პოზიციაზე საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრში საგურამოში.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების ყოველდღიურ მოვლასა და ჰიგიენურ პროცედურებში დახმარება;
- კვების, გადაადგილებისა და ყოველდღიური აქტივობების პროცესში პაციენტების მხარდაჭერა;
- პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი და ნებისმიერი ცვლილების შესახებ ექთნის ან უფროსი ექთნის დროული ინფორმირება;
- პაციენტების ოთახებისა და პირადი სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
- საექთნო პერსონალის მითითებებისა და შიდა განაწესის დაცვა.
ჩვენი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე ან პაციენტთა მოვლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ყურადღება დეტალების მიმართ და ემპათიის მაღალი გრძნობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლა, გრაფიკი შეთანხმებით;
- სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.
- ანაზღაურება: ერთი 8 საათიანი მორიგეობა - 80 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


