ექთანი-ფლებოტომისტი
- ანაზღაურება
- 100 ₾
- მისამართი
- თბილისი, გივი ჟვანიას ქ. №15
სრული აღწერა
კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.
მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.
დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მედიქალ ვორლდ"-ის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, გივი ჟვანიას ქ. №15
სამუშაო განაკვეთი: წინასწარ შედგენილი გრაფიკი, მორიგეობები 2-3 დღეში ერთხელ, 09:00-21:00 საათამდე
ანაზღაურება: 100 ლარი თითოეულ მორიგეობაში, დამატებით ბონუსების სისტემა
ძირითადი სამუშაო მიმართულებები:
- სისხლის აღება (ფლებოტომია) პაციენტთან ბინაზე ან ლაბორატორიაში;
- ბიოლოგიური ნიმუშების უსაფრთხო ტრანსპორტირება ლაბორატორიამდე, სტანდარტული პროცედურების დაცვით;
- კომპანიაში დანერგილი პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- პაციენტებთან (მოზრდილებსა და ბავშვებთან) თავაზიანი და ყურადღებიანი კომუნიკაცია პროცედურის განმავლობაში;
- ყოველი მორიგეობის შემდეგ ანგარიშის (რეპორტინგის) წარდგენა ხელმძღვანელ პირთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექთნო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
- სისხლის აღების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება როგორც მოზრდილებში, ისე პედიატრიულ ასაკში;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (ბინაზე გასვლებისთვის);
- ინფექციის კონტროლისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
- ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
- FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა;
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა;
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.mwlab@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ექთანი-ფლებოტომისტი".
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
