ექთანი
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. No23
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:30-17:30
სრული აღწერა
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა - რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:30-17:30;
- თვეში 2 შაბათი: 09:30-15:00.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ექთნობის დამადასტურებელი დიპლომი;
- სასურველია კლინიკაში მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება რეპროდუქტოლოგიურ ან გინეკოლოგიურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ექიმის ასისტირება;
- პაციენტებთან კომუნიკაცია და სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა;
- პროცედურების დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
- კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
- ინფექციური კონტროლისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: m.kozmanashvili@reproart.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ნოემბერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების "რეპროარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
