ექსპორტის მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, 10:00-18:30
სრული აღწერა
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW) აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-18:30
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზრების კვლევა, ანალიზი და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების გამოვლენა;
- უცხოურ ბაზრებზე პოტენციური კლიენტების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მოძიება, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- არსებული საერთაშორისო პარტნიორების პორტფელის მართვა, საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- კომპანიის პროდუქციისა და ბრენდების საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენა, კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და ფასების, შეკვეთის მოცულობების, გადახდისა და მიწოდების პირობების შეთანხმება;
- საექსპორტო ხელშეკრულებების გაფორმებისა და კომერციული შეთანხმებების შესრულების კოორდინაცია;
- გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, დასახული მიზნების შესრულება და შედეგების მონიტორინგი;
- საექსპორტო ბაზრების, კონკურენტული გარემოს, ფასებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი, გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;
- შეკვეთის მიღებიდან პროდუქციის საბოლოო მიწოდებამდე პროცესის კოორდინაცია და საექსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
- წარმოების, ლოგისტიკის, მარკეტინგისა და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- საერთაშორისო ღვინის გამოფენებში, დეგუსტაციებში, დარგობრივ ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
- საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და ბიზნესის განვითარების შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი, ანგარიშგების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (უპირატესობა მიენიჭება C1 დონეს);
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- საერთაშორისო გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები:
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის მენეჯერი".
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
