ექსპორტის დირექტორი
- ბენეფიტები
- · კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას · · სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას · · ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
შპს "ავერსი–რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის დირექტორის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
· ექსპორტის კომერციული და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის საერთო მიზნებთან შესაბამისობით.
· ახალი საერთაშორისო ბაზრების იდენტიფიცირება, შეფასება და პრიორიტეტიზაცია (ბაზრის პოტენციალი, კონკურენცია, რეგულაციები და ა.შ.).
· ქვეყნების მიხედვით პროდუქციის, საფასო და გაყიდვის არხების სტრატეგიების შემუშავება.
· ახალი დისტრიბუტორების, აგენტების, პარტნიორებისა და კლიენტების მოძიება და განვითარება.
· არსებული საერთაშორისო კლიენტებთან/დისტრიბუტორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება. არსებული წარმომადგენლობების ხელმძღვანელობა.
· კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (ფასები, კონტრაქტები, გადახდის პირობები, მოცულობები).
· ექსპორტის ბაზრებისთვის მარკეტინგული გეგმებისა და პრომოციული აქტივობების შემუშავება და კოორდინაცია.
· პროდუქტის პორტფელის პოზიციონირება, ახალი პროდუქტების გაშვების მხარდაჭერა საერთაშორისო ბაზრებზე.
· შიდა დეპარტამენტებთან (წარმოება, ხარისხის კონტროლი/QA/QC, ლოჯისტიკა, მიწოდების ჯაჭვი, ფინანსები) მჭიდრო თანამშრომლობა შეკვეთების დროული შესრულებისა და მიწოდებისთვის.
· ექსპორტის ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი და რენტაბელობის უზრუნველყოფა.
· შეკვეთიდან მიწოდებამდე (order-to-shipment) ციკლის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობა; ორგანიზებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკების უნარი;
- ცვლილებების მიმართ სწრაფი ადაპტირების უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირება
ჩვენ გთავაზობთ:
· კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
· სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას
· ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას
პირობები:
· ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
· სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
· საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი.
შენიშვნა:
· წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
· CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
· ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ექსპორტის დირექტორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

