ექსპატ ბანკირი
- ქალაქი
- თბილისი
- ბენეფიტები
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს · სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს · პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს
- მთავარი მოთხოვნა
- საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ექსპატ ბანკირი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანია:
ექსპატ ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.
სამუშაო აღწერილობა:
- ექსპატ კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
- ექსპატ კლიენტებისთვის კრედო ბანკის სრული სპეტრის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
- ექსპატ კლიენტების კონსულტაცია- დასახული ამოცანების და საჭიროებების შესაბამისად ექსპატ მომხმარებლების პორტფელის განვითარება;
- მუდმივი კონტაქტი ექსპატ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
- ექსპატ კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სავალდებულოა საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ნოემბერი, 2026 წელი
#გახდიკრედოელი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ექსპატ ბანკირი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

