ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-სოფლის მეურნეობის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ჩხოროწყუ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-სოფლის მეურნეობის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
სოფლის მეურნეობა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურენეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
- სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება;
- საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
- საინვესტიციო პროექტების განხორცილების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;
- მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის# 17 დადგენილება;
- საქართველოს კანონი „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. 1
საკონტაქტო ტელეფონები:
599850306
საკონტაქტო პირი:
ინგა შამათავა
დამატებითი მოთხოვნები:
უნარ- ჩვევები:
ა) გუნდური მუშაობა;
ბ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
ე) დროის ეფექტიანი მართვა;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი (აპლიკაცია) უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი - შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
5.კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
6.კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი-განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მე-2 ეტაპი-გასაუბრება, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების ცოდნისა და კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის და პიროვნული თვისებების
ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
7.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
- კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
9.კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
