ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი)
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
(განყოფილების უფროსი)
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესწავლა, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
- ბიზნესის განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
- საინვესტიციო გარემოს ანალიზი და შესაძლებლობების გამოვლენა;
- ბიზნესის განვითარების პოლიტიკით და სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
- მეწარმეებთან, ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი;
- ეკონომიკური და ბიზნეს ფორუმების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
- კომპეტენციის ფარგლებში არსებული ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობა;
- სამსახურის ფუნქციებით გათვალისწინებული სფეროების წარმატებული პრაქტიკის კვლევა;
- ბიზნესის განვითარების და სტიმულირების პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
- მეწარმეთათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა;
- სამეწარმეო უნარ - ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
- სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი პროექტების წახალისების მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში არსებული ცალკეული დარგების შესწავლა, დარგის ექსპერტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობით;
- გარე ვაჭრობის შესახებ წინადადებების მომზადება;
- გარე რეკლამის შესახებ წინადადებების მომზადება;
- კერძო - საჯარო პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- კერძო - საჯარო პარტნიორობის წარმატებული პრაქტიკების შესწავლა და მათი გამოყენება დაგეგმვის პროცესში;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი(III თავი);
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19 - 58 დადგენილება;
- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-17 დადგენილება.
სასურველია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ'';
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ''.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N 7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995591408664
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში, კერძოდ ბიზნესის პროექტების დაგეგმვა/მართვა, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
სავალდებულოა ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნის დონე ვერბარული -B2, წერითი - B2.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მასშტაბით მოხელეთა კარიერული განვითარების მიზნით, გამოცხადდეს შიდა კონკურსი:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
- შიდა კონკურსში აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი.
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
