ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
15.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
მონაწილეობას იღებს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
- შესასყიდ საქონელთან/მომსახურებასთან დაკავშირებლი ბაზრის კვლევა;
•ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სატენდერო ფასის დადგენა;
•სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისი სატენდერო პირობების ჩამოყალიბება ;
- სატენდერო კომისიისთვის შესაბამისი მასალების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებისშესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- ტენდერის გამოსაცხადებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად დოკუმენტების დამუშავება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება);
- ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, შესყიდვების ერთიან ელ. სისტემაში დასმულ კითხვებზე დროული და ამომწურავი პასუხების მომზადების ორგანიზება და შესაბამის ველში განთავსება;
•ტენდერში წარმოდგენილი წინადადებების (დოკუმენტაციის) შესაბამისობის დადგენა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
- სატენდერო კომისიის სხდომისთვის მასალების მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისი მოქმედება (დაზუსტების მოთხოვნების, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ, ასევე ხელშეკრულებაზე მოწვევის შესახებ და ა.შ. წერილების პროექტების მომზადება);
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება, ხელშეკრულების გაფორმების ტექნიკური ნაწილის ორგანიზება და გაფორმებული ხელშეკრულებების შესყიდვების ერთიან ელ. სისტემაში ატვირთვა;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან შეთანხმებისა და მიმდინარე ოქმების შედგენა;
- ტენდერის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
•ტენდერის დასრულების შემდგომ ხელშეკრულების დახურვა და ელექტრონულ ბაზაში ასახვა;
- სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა, საურავების გამოთვლა და შესაბამისი მოთხოვნების მომზადება, ამ ტიპის ჯარიმებისა და საურავების რეესტრის წარმოება;
- სამმართველოს ხელმძღვანელების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 14-07-2017 წ „ ელექტრონული ტენდერისა ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №2 10-02- 2010წ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N13 17-08-2015წ „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N7 20-09-2010წ „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N19 29-10-2015წ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N2 26-02-2016წ „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N7 22-05-2015წ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N5 21-05-2015წ „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N2 10-02-2011წ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N11 ბრძანება 28-07-2016წ „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2742 02-06-2011წ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე"
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები:
(032) 2 26 26 46
დამატებითი მოთხოვნები:
- სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო შესყიდვების ავტომატიზებულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
- სასურველია უცხო ენის (ინგლისურის) ცოდნა.
-----------------------------------------
- გადაწყვეტილების მიღება;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- განვითარებაზე ზრუნვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
