ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია:
ეკონომიკური
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო სამმართვცელოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას:
- სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- მიღებული დავალებების/შემოსული კორესპონდენციის დელეგირება თანამშრომლებზე და შესაბამისი პასუხების მომზადების უზრუნველყოფა;
- სამსახურის შემოსავლების და ხარჯების ყოველდღიური მონიტორინგი;
- შესაბამის ელექტრონულ ბაზებში სამსახურის ფინანსური ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;
- ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენა, მართვა და ხარჯვის მონიტორინგი;
- სამსახურის გადასახადებისა და შემოსავლების ანალიზი;
- ბიუჯეტის ციფრობრივი მონაცემებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა;
- ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
- სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია;
- შრომის ანაზღაურების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
- პროცესების დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით წინადადებების ინიცირება და წარდგენა;
- სხვა და სხვა უწყებიდან შემოსულ წერილებზე რეაგირება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება და შედეგების გაუმჯობესების შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ღონისძიებებში მონაწილეობა.
- დეპარტამენტის ხელმძღვანელების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,საქართველოს ___ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №726 26-12-2014წ ,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №385 08-07-2011წ „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №99 05-04-2019წ „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №112 11-04-2012წ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/172 10-02-2011წ სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2742 02-06-2011წ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე"
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები:
(032) 2 26 26 46
დამატებითი მოთხოვნები:
- სახელმწიფო შესყიდვების/ფინანსური აღრიცხვის/საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- მართვის თანამედროვე მეთოდები;
- სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ელექტრონული სისტემა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები.
--------------------------------------
- ლიდერობა და მართვა
- სტრატეგია და ხედვა
- გადაწყვეტილების მიღება;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- განვითარებაზე ზრუნვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
