ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კახეთის რეგიონალური განყოფილების უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თელავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კახეთის რეგიონალური განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თელავი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
მონაწილეობას იღებს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კახეთის რეგიონალური განყოფილების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში::
- სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული მოთხოვნის საფუძველზე ობიექტების (საკანცელარიო მასალები, ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და ა.შ) მომარაგება რეგიონის მასშტაბით;.
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი დაზიანებული და გამოუყენებელი მასალის განსაზღვრა და შესაბამისი სამსახურისთვის გადაცემა შემდგომი განკარგვის მიზნით;
- სტრუქტურულ ერთეულებში განლაგებული, დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების ორგანიზება;
- ობიექტებზე გათბობის სისტემების/გენერატორების საწვავით მომარაგების ორგანიზება.
- ობიექტების დასუფთავების ზედამხედველობა;
- ობიექტებზე ტექნიკური საკითხების (ელექტროობასთან დაკავშირებული) ზედამხედველობა.
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების მომზადება
- ხელმძღვანელების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N605 23-07-2010წ „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”
- შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2742 02-06-2011წ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე"
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები:
(032) 2 26 26 46
დამატებითი მოთხოვნები:
- ადმინისტრაციული / ლოჯისტიკის/ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის/ ფინანსური კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
- სასურველია უცხო ენის (ინგლისურის) ცოდნა.
--------------------------------------
- გადაწყვეტილების მიღება;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- განვითარებაზე ზრუნვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
