ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე
- ანაზღაურება
- 5 600 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია:
ეკონომიკური
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას:
- სამმართველოს ეფექტურად და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მართვასა და ზედამხედველობაში მონაწილეობა;
- მიღებული დავალებების/შემოსული კორესპონდენციის დელეგირება თანამშრომლებზე და შესრულების უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების და კომუნალური ხარჯების ზედამხედველობა და კონტროლი;
- შემოსავლების სამსახურის სისტემაში არსებული დაზიანებული და ხმარებიდან ამოღებული ლუქების და შტამპების განადგურების მიზნით მიმდინარე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
- შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სწავლება, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
- კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
- მიღებული კორესპონდენციის განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- სამსახურში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღებისა და გადანაწილების კონტროლი;
- შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა ინვენტარითა და საკანცელარიო ნივთებით;
- სამსახურის საკომუნიკაციო ქსელების გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების წარმართვა.
- დაქვემდებარებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ წერილებზე რეაგირება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შედეგების გაუმჯობესების შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ღონისძიებებში მონაწილეობა.
- დეპარტამენტის ხელმძღვანელების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N605 23-07-2010წ „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”
- შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2742 02-06-2011წ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე"
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები:
(032) 2 26 26 46
დამატებითი მოთხოვნები:
- ადმინისტრაციული / ლოჯისტიკის/ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის/ ფინანსური კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- მართვის თანამედროვე მეთოდები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
- სასურველია უცხო ენის (ინგლისურის) ცოდნა.
------------------------------------
- ლიდერობა და მართვა
- სტრატეგია და ხედვა
- გადაწყვეტილების მიღება;
- გუნდურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- განვითარებაზე ზრუნვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
