ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 5 600 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- სახელმწიფო შესყიდვების ან/და საბიუჯეტო/საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კატეგორია:
ეკონომიკური
განცხადების ბოლო ვადა:
27.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა, ამოცანების დასახვა და საქმიანობის ორგანიზება;
ბ) სამმართველოს თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
გ) სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამსახურებრივი კორესპონდენციისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვიზირება;
დ) სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხების მომზადების კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შესაბამისი ანალიზის განხორციელება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საბიუჯეტო სამმართველოსთან ერთად სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) მართვისა და კონტროლის სისტემაზე დაფუძნებით საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესება;
თ) პროგრამის ხელმძღვანელის ან/და ბიუჯეტის განმკარგავის მხარდაჭერის განხორციელება ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში; პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი; ხარჯების ზღვრული ოდენობის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ზღვრული ოდენობის ფარგლების ცდომილების შემთხვევაში პრევენციის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა;
ი) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად პრიორიტეტების მიხედვით, პროგრამების/ქვეპროგრამების ფინანსური ანალიზის განხორციელება;
კ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერა ფინანსური მართვისა და კონტროლის გეგმის მომზადების, დანერგვის, განვითარებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;
ლ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვის ხელშეწყობა;
მ) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობა;
ნ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავსა და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობის წარმოება ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების, ქვეპროგრამების, ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და ფინანსური ანალიზის განხორციელება;
ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების და ინიციირების უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროს მიერ შესყიდვების მთლიანი ციკლის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო ღირებულების დადგენა და პოტენციური მომწოდებლების გამოვლენის უზრუნველყოფა ბაზრის კვლევისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე;
ს) სამინისტროს მიერ პროგრამების/ქვეპროგრამების/ღონისძიებების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ფინანსური ანალიზისა და დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა;
ტ) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
უ) სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად, ფინანსური სახსრების გადაცემის შესახებ შემოსული კორესპონდენციის განხილვის, დასკვნებისა
და წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
ფ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვის, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
ქ) სამმართველოს თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარებისა და მოტივაციის, მათ მიმართ დისციპლინური ღონისძიებების განხორციელების ინიცირება;
ღ) სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ყ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
შ) საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილი №99 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 08 ივლისის №385 ბრძანება „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“;
- „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილება;
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება;
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შინაგანაწესი;
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქცია.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, დ. უზნაძის 52
საკონტაქტო ტელეფონები:
2 200 220
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების ან/და საბიუჯეტო/საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
კომპლექსური აზროვნების უნარი;
სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- შიდა კონკურსი:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულებაში ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
- დამატებითი დოკუმენტაციის ველში სავალდებულოა აიტვირთოს დოკუმენტი (რომელიც გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინამდებარე ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენამდე მაქსიმუმ 10 დღით ადრე) რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის დასაქმებული საჯარო დაწესებულებაში ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების (ბაკალავრი) დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- სახელმწიფო შესყიდვების ან/და საბიუჯეტო/საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები (დღე, თვე, წელი), დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა.
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.vacancy.hr.gov.ge.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
