ექიმის ასისტენტი ოფთალმოლოგიის განყოფილებაში
- მისამართი
- ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12
- სამუშაო გრაფიკი
- სრულ განაკვეთზე
სრული აღწერა
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე ოფთალმოლოგიის განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი ფუნქციები:
- გეგმური და გადაუდებელი პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში გაფორმება;
- პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
- პაციენტებთან ურთიერთობა;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა, გულისხმიერება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 27.12.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ექიმის ასისტენტი ოფთალმოლოგიაში".
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



