ექიმის ასისტენტი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- დადიანი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:30-20:00; შაბათი 09:30-18:00
სრული აღწერა
DENTAL LINE აცხადებს ვაკანსიას:
- ექიმის ასისტენტი - ქირურგიული განყოფილება
სტომატოლოგიური კლინიკა დენტალ ლაინი დადიანის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე - ქირურგიის მიმართულებით.
ფილიალი დადიანი - მისამართი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №49, გადასასვლელ ხიდთან, მეტრო სადგურის მოედანთან
ანაზღაურება 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 09:30-20:00; შაბათი 09:30-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე;
- ექიმის ასისტირება სტომატოლოგიური პროცედურების მიმდინარეობისას;
- საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების წინასწარ მომზადება;
- პროცედურის დროს ექიმისთვის ინსტრუმენტებისა და მასალების დროული მიწოდება;
- სამუშაო ზედაპირებისა და სტომატოლოგიური დანადგარების დეზინფექცია;
- გამოყენებული ინსტრუმენტების სტერილიზაციისთვის მომზადება;
- კაბინეტში არსებული მასალების მარაგის კონტროლი;
- პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება და სწრაფად რეაგირების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სანიტარიული ნორმების დაცვის მაღალი სტანდარტი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@dentalline.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია ექიმის ასისტენტის პოზიციაზე".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 200 747
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
