ექიმი რადიოლოგი/ექოსკოპისტი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- ანაზღაურება
- 140 ₾
- მისამართი
- ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. No3ა
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-16:00 · მოქნილი! · და თანამშრომლობის პირობები შეთანხმდება კანდიდატთან ინდივიდუალურად
სრული აღწერა
კლინიკა "ენმედიცი" იწვევს კვალიფიციურ და გამოცდილ ექიმ-რადიოლოგს (ექოსკოპისტს) პროფესიულ გუნდში შემოერთებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება;
- ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების, მცირე მენჯის ორგანოების, შარდსასქესო სისტემისა და სხვა ორგანოების ექოსკოპიური კვლევების ჩატარება;
- კვლევის შედეგების შეფასება და ზუსტი, დასაბუთებული სამედიცინო დასკვნების მომზადება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- პაციენტებთან პროფესიული კომუნიკაცია და სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი სამედიცინო განათლება და პოზიციისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი კვალიფიკაცია;
- ულტრაბგერითი კვლევების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ხარისხიანი, კლინიკურად დასაბუთებული დასკვნების მომზადების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №3ა;
- ანაზღაურება: 140 ლარი თითო სამუშაო დღეზე;
- სამუშაო საათები: 10:00-16:00.
სამუშაო გრაფიკი - მოქნილი!
- შესაძლებელია მუშაობა კვირის ცალკეულ დღეებში, წინასწარი შეთანხმებით;
- შესაძლებელია სრული სამუშაო გრაფიკით დასაქმებაც;
- სამუშაო დღეები და თანამშრომლობის პირობები შეთანხმდება კანდიდატთან ინდივიდუალურად.
განვიხილავთ როგორც სრულ გრაფიკზე მუშაობის მსურველ, ისე ექიმებს, რომლებსაც კვირაში რამდენიმე დღის გამოყოფა შეუძლიათ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@enmedic.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ექიმი რადიოლოგი (ექოსკოპისტი) - ბათუმი".
შემოგვიერთდით კლინიკა "ენმედიცის" გუნდში!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
