ექიმი ნევროლოგი
სრული აღწერა
სამკურნალო ცენტრი "სიმეტრია" არის ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების რეაბილიტაციისა და მკურნალობის ცენტრი. ჩვენ 2017 წლიდან ვმუშაობთ საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ექიმების, რეაბილიტოლოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან. ახალი პაციენტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ დიდ შედეგებს და გვაქვს ყველაზე ამბიციური გეგმები უახლოეს მომავალში.
ჩვენ ვეძებთ კოლეგას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე: ექიმი ნევროლოგი
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიანი ხელფასი (ინდივიდუალურად განიხილება ინტერვიუს შემდეგ);
- განრიგი: 6/1;
- კორპორაციული ფასდაკლება კომპანიის მომსახურებაზე (მეგობრებისა და ნათესავების ჩათვლით);
- ტრენინგი და პროფესიული განვითარება კომპანიის ხარჯზე;
- კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობა;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
მოვალეობები:
- პაციენტების ამბულატორიული მიღება (საწყისი კონსულტაციები);
- ცენტრის მეთოდების საფუძველზე მკურნალობის გეგმის შედგენა;
- მკურნალობის პროცესში პაციენტების შემდგომი დახმარება და კონტროლი;
- სამედიცინო ჩანაწერების წარმოება
მოთხოვნები:
- უმაღლესი პროფესიული სამედიცინო განათლება;
- მოქმედი სერტიფიკატის არსებობა;
- უპირატესობა მიენიჭება, დამატებითი განათლების/სერტიფიკატების არსებობას;
- რუსულის, ინგლისურის ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
- ფუნქციური დიაგნოსტიკა, რეაბილიტაცია
პირადი თვისებები: პასუხისმგებლობა, დისციპლინა, ზრდილობა და პაციენტებთან სწორი კომუნიკაცია, თვითგანათლებისა და პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
