ექიმი ლაბორანტი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 2 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, დიდი დიღომი, ი.პეტრიწის 2
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
კომპანია „ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: თვეში 15 რვა საათიანი მორიგეობა.
- ანაზღაურება: 1500 ლარი.
- სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, ი.პეტრიწის 2.
ძირითადი მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევების მაღალი სიზუსტით შესრულება და შედეგების ოპერატიული დამუშავება.
- იშვიათ შემთხვევებში, საჭიროებისამებრ, ადგილზე მოსული პაციენტებისგან ლაბორატორიული ნიმუშების აღება.
- კვლევის შედეგების ელექტრონულ ბაზაში დროული და ზუსტი ასახვა.
- ყოველდღიური ხარისხის კონტროლის ტესტების გეგმიური გაშვება და მონიტორინგი.
- ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალებისა და მარაგების მუდმივი კონტროლი.
- ლაბორატორიული აპარატურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალობით;
- ანალოგიურ პოზიციაზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
- პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთპოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500
- განათლების დონე(ები)
- მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

