ექიმი-ლაბორანტი
- ანაზღაურება
- 150 ₾
- მისამართი
- ქ.თბილისი; გივი ჟვანიას N15 (ყოფილი ლუბლიანას N 33)
სრული აღწერა
კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.
მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.
დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი; გივი ჟვანიას N15 (ყოფილი ლუბლიანას N 33)
სამუშაო განაკვეთი: წინასწარ გაწერილი მორიგეობები
ანაზღაურება:
16 საათიანი მორიგეობა - 150 ლარი
24 საათიანი მორიგეობა - 215 ლარი
ძირითადი სამუშაო მიმართულებები:
- ლაბორატორიული კვლევებისთვის ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და ანალიზის ჩატარება;
- ლაბორატორიული აპარატურისა და რეაქტივების სწორად გამოყენება;
- კვლევის შედეგების დამუშავება, აღრიცხვა და დოკუმენტირება;
- ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში ექიმებთან და ლაბორატორიის სხვა თანამშრომლებთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება და შესაბამისი სპეციალიზაცია;
- ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და შედეგების შეფასების ცოდნა;
- ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
საჭირო კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
- პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
- ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
- FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.mwlab@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ექიმი-ლაბორანტი".
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
