სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი
სამედიცინოექიმი-ლაბორანტი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ილორის ქ. N14
- სამუშაო გრაფიკი
- შეთანხმებით
სრული აღწერა
შპს "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ილორის ქ. N14
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიოლოგიური მასალის მიღება, აღრიცხვა და მომზადება კვლევისთვის;
- ლაბორატორიული ტესტების ჩატარება ინსტრუქციისა და პროტოკოლების შესაბამისად;
- კვლევის შედეგების ჩანაწერის წარმოება ელექტრონულად ან ბეჭდურ ფორმატში;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის, აპარატურისა და ანალიტიკური სისტემების ყოველდღიური შემოწმება;
- ბიოუსაფრთხოების წესებისა და პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე info@mca.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
- * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
