ექიმი-ლაბორანტი
გამოქვეყნდა 28 სექბოლო ვადა: 28 ოქტ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- ზუგდიდი
სრული აღწერა
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა;
- კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
- ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება;
- ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში;
- საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად;
- გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში;
- რეაქტივების, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
- სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან;
- შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სამედიცინო განხრით;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
- ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა;
- პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
