ენმედიცი
სამედიცინოექიმი კარდიოლოგი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000+ ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3, 300 არაგველების მეტროს მიმდებარედ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ
სრული აღწერა
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი კარდიოლოგის პოზიციაზე.
ვეძებთ ახალგაზრდა, ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ექიმს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება და ჩვენს გუნდთან თანამშრომლობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 2 000 ლარი + დამატებითი ანაზღაურება მიღებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით.
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3, 300 არაგველების მეტროს მიმდებარედ.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ექიმი კარდიოლოგის მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა) — სამედიცინო დოკუმენტაციისა და პროფესიული ტექსტების ინგლისურ ენაზე თარგმნის უნარი;
- სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა და პროფესიულ ლიტერატურასთან მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული განვითარების სურვილი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@enmedic.com
თემის ველში მიუთითეთ: "ექიმი კარდიოლოგის ვაკანსია".
გელოდებით "ენმედიცის" გუნდში!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
