ექაუნთ მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00
- მისამართი
- თბილისი, წყნეთის გზატკეცილი No20 (ბაგები)
სრული აღწერა
შპს "ADSS PRINT" 2008 წლიდან ოპერირებს სარეკლამო და საწარმოო სფეროში.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ფართოფორმატიანი ბეჭდვის, გარე რეკლამის წარმოებისა და მასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს. ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა მოიცავს ფართოფორმატიან, ციფრულ, UV, თერმულ და ტექსტილზე ბეჭდვას, გარე რეკლამის წარმოებას, მანქანების გაფორმებასა და პროფესიონალურ სამონტაჟო სამუშაოებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის (Account Manager) პოზიციაზე.
თუ გაქვს სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვარს კლიენტებთან ურთიერთობა და შეგიძლია რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვა, შემოგვიერთდი!
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №20 (ბაგები)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
- ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი შეკვეთების მიღება;
- კლიენტის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- პროექტების კოორდინაცია დიზაინის, წარმოებისა და მონტაჟის გუნდებთან;
- პროექტების ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
- კლიენტებთან კომუნიკაცია პროექტის ყველა ეტაპზე;
- კომერციული შეთავაზებებისა და ფასების მომზადება;
- რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ექაუნთ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სარეკლამო სააგენტო, გარე რეკლამა, ბრენდინგი ან სარეკლამო წარმოება);
- კლიენტებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომერციული შეთავაზებების მომზადების გამოცდილება;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ?
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო პროექტებზე მუშაობას წამყვან კომპანიებთან და ბრენდებთან;
- FITT Pass-ს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნე CV ელფოსტაზე: hrkedimomentum@gmail.com ელფოსტის თემაში მიუთითე: "ექაუნთ მენეჯერი".
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
კანდიდატის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიასთან დაკავშირებული მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
