e-commerce ოპერაციებისა/კომუნიკაციის სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ოფისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე
სრული აღწერა
"რედბერი" აცხადებს ვაკანსიას e-commerce ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოვალეობები: ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მომსახურება და შეკვეთის სრული ციკლის წარმოება მიღებიდან ჩაბარებამდე.
პოზიცია სრული განაკვეთია, ორშაბათიდან პარასკევამდე, ოფისში.
ონლაინ გაყიდვების გამოცდილება უპირატესობაა, სავალდებულო არა: გადამწყვეტია მომხმარებელთან კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოფისი
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
- თანამშრომლის ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
- კარიერული ზრდა
- ბონუსური სისტემა
რას გააკეთებ:
- შემომავალი ზარებისა და მიმოწერის დამუშავება Facebook-ზე, Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და ელფოსტაზე
- ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, ფასზე, მარაგზე, გადახდაზე, მიწოდებაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე
- ონლაინ შეკვეთების ყოველდღიური დამუშავება: დეტალების, გადახდისა და მიწოდების მეთოდის შემოწმება, საჭიროებისას დადასტურება ზარით და სტატუსის განახლება
- შეკვეთის კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან და საკურიერო კომპანიებთან; დაგვიანებული, გაუქმებული და პრობლემური შეკვეთების კონტროლი
- პრეტენზიების, დაბრუნებისა და გაცვლის მიღება და წესების მიხედვით გადაწყვეტა
- მიტოვებული კალათისა და დაუსრულებელი გადახდის მქონე მომხმარებლებთან დაკავშირება და დაკარგული გაყიდვის მიზეზის დაფიქსირება
- პროდუქციისა და ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში (CS-Cart) და მარკეტინგის ბიბლიოთეკაში
- მოკლე სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, საჯარო შეფასებებზე პასუხი Google-სა და Facebook-ზე და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება
ჩვენი მოლოდინი:
- გამართული ქართული ენა, წერითი და ზეპირი
- მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება
- მიმოწერით გაყიდვისა და მომხმარებლის დარწმუნების უნარი
- სიზუსტე დეტალებში და შეკვეთის მონაცემების სრული შემოწმება
- უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, retail-ის ან სამკაულების სფეროს გამოცდილება, ასევე CRM/ERP ან e-commerce პლატფორმაზე მუშაობა
ჩვენს შესახებ:
"wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.
როგორ დაგვიკავშირდე:
შეავსე განაცხადი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
