მეგასპორტი
ადმინისტრაციაE-commerce ოპერაციების მენეჯერი
გამოქვეყნდა 22 სექბოლო ვადა: 22 ოქტ
სრული აღწერა
"მეგასპორტის" გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული კომერციის პროცესების მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
- ვებგვერდზე შემოსული ონლაინ შეკვეთების მიღება, დამუშავება და მართვა;
- ონლაინ გაყიდვების პროცესის კოორდინაცია შეკვეთის მიღებიდან მიწოდებამდე;
- შეკვეთების დეტალების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- შეკვეთების საკურიერო კომპანიასთან გაფორმება და გადაცემის პროცესის ორგანიზება;
- საკურიერო სერვისთან კომუნიკაცია და შეკვეთების სტატუსების მონიტორინგი;
- შეკვეთებთან დაკავშირებული საკითხების დროული გადაწყვეტა;
- ონლაინ გაყიდვების მონაცემებისა და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მოწესრიგებული აღრიცხვა;
- E-commerce ოპერაციების გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ონლაინ გაყიდვების ან E-commerce ოპერაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის კარგი უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფად სწავლისა და ახალ სისტემებთან ადაპტაციის შესაძლებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე info@megasport.ge და გთხოვთ, შეტყობინების სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითოთ "E-commerce ოპერაციების მენეჯერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
