E-commerce მენეჯერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ
სრული აღწერა
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, EnglishHome და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.
"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას E-commerce მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ონლაინ შეკვეთების სრული პროცესის მონიტორინგი და პრობლემური შეკვეთების მართვა (გადახდების, შეკვეთის გაუქმების, დაბრუნებისა და თანხის დაბრუნების პროცესების კონტროლი და კოორდინაცია);
- მარაგებისა და ფასების სისტემებში სწორად ასახვის კონტროლი;
- პროდუქციის ინფორმაციისა და თარგმანების შემოწმება, კორექტირება და სრულყოფა;
- პროდუქტების ფასების, აღწერების, ფოტოების, კოლექციების, ბანერებისა და კამპანიის გვერდების განახლება;
- ონლაინ აქციების, ფასდაკლებებისა და ფასდაკლების კოდების სისტემაში გამართვა;
- ყოველკვირეული გაყიდვების რეპორტების მომზადება, შედეგების ანალიზი და შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა როგორც ონლაინ ჩატების, ისე ზარების და მეილების საშუალებით;
- საიტის ფუნქციონალისა და მომხმარებლის ონლაინ გამოცდილების გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება E-commerce პლატფორმების ადმინისტრირებაში;
- Shopify-თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება.
სასურველი ტექნიკური უნარები:
- Shopify;
- Google Analytics 4;
- Google Tag Manager;
- Excel (Advanced);
- CMS Management;
- HTML/CSS-ის საბაზისო ცოდნა.
უნარები:
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "E-commerce მენეჯერი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
