E-commerce კონტენტ მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
სრული აღწერა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას E-commerce კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიის ვებ-გვერდზე www.domino.com.ge პროდუქციის ატვირთვა;
· პროდუქციის აღწერის დამუშვება სამ ენაზე (geo, eng, rus);
· პროდუქციისთვის რელევანტური საძიებო სიტყვების გაწერა;
· ფოტო მასალის მოძიება ან საჭიროების შემთხვევაში ჰიპერმარკეტში გადაღება და შემდგომი დამუშავება;
· ყოველთვიური რაპორტინგი;ა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი სავალდებულოა;
· რუსული და ინგლისური ენების ცოდნა გრამატიკული შეცდომების კორექტირებისთვის;
· გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება;
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
· პუნქტუალურობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
პირობები:
· გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
· სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ (1 საათი შევენება);
· ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
· ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო).
· FitPass;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დომინო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - E-commerce კონტენტ მენეჯერი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

