დრაივის მოლარე
- ანაზღაურება
- 650+ ₾
- მისამართი
- ქვემო ქართლი >> რუსთავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- < 1 წელი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი · 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება
სრული აღწერა
კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.
კომპანია Auto-Lab დრაივი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე რუსთავში.
ფუნქცია მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- პროდუქციის განლაგება,მოწესრიგება,სისუფთავის დაცვა და ვადების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- ნაღდი და უნაღდო ანაგარიშსწორების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საშუალო განათლება;
- მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა სამუშაო პროცესში;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
პირობები;
- სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება
- სამუშაო დრო: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
- ანაზღაურება: 650 ლარი + ბონუსი;
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სქესი
- ქალი
- კონტრაქტი
- გრძელვადიანი კონტრაქტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
