დონორებთან კომუნიკაციების დირექტორი / მოხალისე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
ჩვენ, საქველმოქმედო ფონდს, „ერთად შევცვალოთ სამყაროს“ გვაქვს ღია პოზიციები გუნდის ახალი წევრებისთვის: დონორებთან კომუნიკაციების დირექტორი (მოხალისე)
ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.changetheworld.ge — ბმულის გახსნა.
ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.
მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან – ჩართულობა საჭიროებს დღეში დაახლოებით 1 საათს მოქნილი განრიგით.
ფუნქცია და მოვალეობები:
- არსებული და პოტენციური დონორების მოძიება და მათთან ურთიერთობის მართვა
- ინდივიდუალური და კორპორატიული დონორებისთვის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
- დონორებთან რეგულარული კომუნიკაცია (მეილები, შეხვედრები, პრეზენტაციები)
- ფონდის საქმიანობის შედეგების ეფექტურად წარდგენა დონორებისთვის
- დაფინანსების მოზიდვის კამპანიების დაგეგმვა და კოორდინაცია
- პარტნიორული ურთიერთობების განვითარება კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
რას ველით შენგან:
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
- პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია
- დროის მართვის უნარი
- მოტივაცია სიკეთის გასავრცელებლად
ჩვენ გთავაზობთ
- ბევრი სითბოსა და სიყვარულს და რაც მთავარია ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს ... დამატებით კი მეგობრულ გარემოს, სადაც შენ შეძლებ ხელშესახები ცვლილებების შეტანას, ასევე საინტერესო შესაძლებლობებს, საკუთარი თავი დაინახო, შეიგრძნო განსხვავებულ როლში და ჩაერთო უანგაროდ სიკეთის კეთების სრულ პროცესში.
რას გაძლევს მოხალისეობა:
- სოციალური გავლენა – დაეხმარები ბავშვებს
- პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე
- ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია
- პროფესიული გამოცდილება
გთხოვ რეზიუმე გამოგვიგზავნო მითითებულ ელ-ფოსტაზე info@changetheworld.ge სათაურში კი მიუთითო ვაკანსიის დასახელება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- სამუშაო სახლიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
