საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
მარკეტინგიდიზაინერი
გამოქვეყნდა 14 სექბოლო ვადა: 14 ოქტ · იწურება
- მისამართი
- თბილისი, წინანდლის ქ.#9
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- კატეგორია
- PR/მარკეტინგი
სრული აღწერა
შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში დიზაინერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიის სოციალური ქსელების (შიდა/გარე) გვერდებისთვის ბანერების და მარტივი Gif ანიმაციების მომზადება;
- შიდა და გარე მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების ვიზუალიზაცია;
- მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად საბეჭდი მასალის დიზაინის მომზადება და შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი, ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- Adobe Photoshop
- Adobe Illustrator
- Adobe Indesign
- Adobe After Effects
- Premierepro
- Corel Draw (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
- კრეატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2026 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
