დისციპლინის სამსახურის თანამშრომელი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის აცხადებს კონკურსს დისციპლინის სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშოს აღწერა:
- სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
- მოსწავლეებთან კომუნიკაცია, მათ ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა;
- მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინფორმირება მოსწავლეთა ქცევის შესახებ;
- შესაბამისი ელექტრონული და საინფორმაციო ბაზების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენიც ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- ორგანიზებულობა
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
- კრეატიულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ნოემბერი.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
გაცნობებთ, რომ შპს „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას, რომ კომპანია მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს და შეინახავს მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თანხმობა იმავე ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გააგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალ ვაკანსიებზე.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
