დისტრიბუტორი, ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი
- ქალაქი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00) · ორშ–პარ (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00), კვირა — დასვენება
სრული აღწერა
კომპანია "ჰეფი ფეთი" (შპს "ვიტამინი") — ძაღლისა და კატის საკვებისა და აქსესუარების სადისტრიბუციო კომპანია — აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
- დისტრიბუტორი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00)
ანაზღაურება: საწყისი ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით.
- სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში/ბანკში შეტანა.
- თვეში ერთხელ ან ორჯერ რეგიონებში საქონლის დისტრიბუცია.
- სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართულ მუშაობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა.
- სალაროს აპარატსა და ზედნადებებზე მუშაობა (არცოდნის შემთხვევაში, ჩვენ შეგასწავლით).
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა), მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებით.
- კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გუნდური მუშაობის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
- ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00), კვირა — დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600-700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი.
- მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და კომუნიკაციის წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა.
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- აუცილებელი მოთხოვნა: ზოომაღაზიაში ან ზოოპროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- შინაური ცხოველებისა და ზოოპროდუქციის მიმართულების კარგი ცოდნა.
- გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი.
- სოციალურ ქსელებთან და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა.
- ორგანიზებულობა და მომხმარებელთან კეთილგანწყობილი, პროფესიონალური დამოკიდებულება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეტყობინებებს არ უპასუხებს — მნიშვნელოვანია შეგეძლოთ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გაყიდვის წარმატებით დასრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: happypetge@gmail.com.
ყურადღება: ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: საწყისი ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600-700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
- ანაზღაურების პირობები
- საწყისი ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი. · ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600-700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
