დისტრიბუტორი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30-დან 18:30-მდე
სრული აღწერა
შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო ვაჭრობით.
შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი გამომუშავებაზე დამოკიდებული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის დროული და ზუსტი მიწოდება მომხმარებლისთვის
- სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი წესების შესაბამისად
- მომხმარებელთან სწორი და დროული კომუნიკაცია
- ზედნადების მიხედვით პროდუქციის ჩალაგების მონიტორინგი საწყობის თანამშრომელთან ერთად
- ჩამოცლის პროცესის მონიტორინგი
- საწყობიდან მიღებული პროდუქტის აღრიცხვა და ზედნადებების მართვა
- ტრანსპორტის გამართულ მდგომარეობაზე ზრუნვა
- ტექნიკური შემოწმებების დროული გავლა
- დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების დაცვა
- პროფესიონალური და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება
- კლიენტის ობიექტზე, საჭიროების შემთხვევაში, გადახდების ან დაბრუნებული ნივთების შეგროვება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
- დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი
- ორგანიზებულობა და მოქნილობა
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
