დისტრიბუტორი
გამოქვეყნდა 30 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- საველე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე
სრული აღწერა
შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.
რას გთავაზობთ?
- წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;
- დღიურად საშუალოდ 10–20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;
- სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00–14:00 საათისთვის;
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
- ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;
- პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
- ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
- მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;
- თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კარგი მათემატიკური უნარები;
- ენერგიულობა და პუნქტუალურობა;
- დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
- ანაზღაურება: 1 200 ლარი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „დისტრიბუტორი“
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1200
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
