დისტრიბუტორი
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- მისამართი
- დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 · ორშ–პარ
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანები:
- ყოველდღიურად მიღებული შეკვეთების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქციის მითვლა და დატვირთვა;
- დღის მანძილზე მარშრუტით განსაზღვრული შეკვეთების ობიექტზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
- მიტანილი პროდუქციის ობიექტისთვის მითვლა და სისწორის დადასტურება;
- ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის ადგილზე მითვლა და საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- ავტომანქანის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივ რეჟიმში კონტროლი;
- მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტომობილის მართვის მოწმობის B კატეგორია;
- მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1, 800 ლარი (NET);
- კომპანია უზრუნველყოფს და ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი;
- სამუშაო საათები: 09:00-18:00;
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 595 895 418 ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge
ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

