დისტანციური მრჩეველი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 20 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მთავარი მოთხოვნა
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქიში“ ვეძებთ დისტანციურ მრჩეველს
მისი ფუნქციები იქნება:
- პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
- პირველადი კონსულტაციის გაწევა, დახმარება ბინის შერჩევაში;
- მომხმარებელთა დისტანციური მომსახურება, სტანდარტებისა და სკრიპტების შესაბამისად;
- მომხმარებლის ინტერესებისა და პოტენციური შესაძლებლობების დადგენა;
- რელევანტური მომხმარებლების შეხვედრების ჩანიშვნა პერსონალურ მრჩევლებთან, კალენდრის შესაბამისად;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენაჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით: განაცხადის შევსება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

