დირექტორის თანაშემწე
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- მისამართი
- თბილისი/დიღომი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00
სრული აღწერა
კომპანია შპს "ტრიდე უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას - დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე (იურიდიული და კორპორაციული მართვის მიმართულებით)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი/დიღომი
ანაზღაურება: 1000 ლარი
პოზიციის მიზანი
დირექტორის მხარდაჭერა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მართვის, სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის, უძრავი ქონების მართვის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და ანალიზი;
- ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დამატებითი პირობებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და მათი სამართლებრივი რისკების შეფასება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე დირექტორის კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- კომპანიის ინტერესების დაცვა სახელშეკრულებო ურთიერთობებში;
- მოქმედი ხელშეკრულებების, ვალდებულებების, ვადებისა და შესასრულებელი პირობების მონიტორინგი;
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი თავიდან აცილების ან შემცირების გზების შეთავაზება;
- საჯარო და სახელმწიფო უწყებებთან კომპანიის სახელით კომუნიკაცია, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- სახელმწიფო უწყებებთან, საჯარო სექტორთან და კომუნალური მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა;
- უძრავი ქონების მოძიება და საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება;
- მოიჯარეებთან ურთიერთობა და სახელშეკრულებო ვალდებულების კონტროლი;
- დირექტორის ადმინისტრაციული და მმართველობითი მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი) განათლება სამართლის მიმართულებით;
- სასურველია იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უძრავი ქონების, ქირავნობისა და სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიზისა და დასაბუთებული რეკომენდაციების მომზადების უნარი;
- საოფისე პროგრამებისა (Microsoft Excel, Microsoft PowerPoint, Microsoft Word) ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- სასურველია რუსული ენის ცოდნა (ზეპირი კომუნიკაცია).
პიროვნული და სამუშაო უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა და რამდენიმე საკითხის პარალელურად კონტროლის უნარი;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
- პრობლემების დროული იდენტიფიცირება და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
ანგარიშვალდებულება
თანამშრომელი ანგარიშვალდებულია კომპანიის დირექტორის წინაშე და საქმიანობას ახორციელებს მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების, უფლებამოსილებისა და დავალებების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით და ასაკის მითითებით) ელ-ფოსტაზე: realestatetride@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
