დირექტორის ასისტენტი
- ანაზღაურება
- ≈ 3 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული სამუშაო დღე
- ბენეფიტები
- საერთაშორისო ბრენდის გუნდში მუშაობის შესაძლებლობას · პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს · კომპანიის მენეჯმენტთან უშუალო თანამშრომლობას
სრული აღწერა
"Hertz Georgia" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
"Hertz Georgia" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- სამუშაო კალენდრის მართვა, შეხვედრებისა და სატელეფონო ზარების დაგეგმვა;
- საქმიანი კორესპონდენციის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- შეხვედრებისთვის საჭირო ინფორმაციისა და მასალების წინასწარ მომზადება;
- შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა;
- დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულების ვადებისა და სტატუსების მონიტორინგი;
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან და გარე პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, სისტემატიზაცია და დირექტორისთვის წარდგენა;
- ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა სამუშაო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
- საქმიანი ვიზიტებისა და მივლინებების ორგანიზება;
- კომპანიის მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- კონფიდენციალური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სათანადო მართვა;
- დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა, როგორც წერითი, ისე ზეპირი;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგი ცოდნა;
- საქმიანი კომუნიკაციისა და კორესპონდენციის წარმოების უნარი;
- ადმინისტრაციულ ან მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვის უნარი;
- რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ცვალებად სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო ბრენდის გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კომპანიის მენეჯმენტთან უშუალო თანამშრომლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე
ანაზღაურება: საშუალოდ 3, 000 ლარი (ხელზე), კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: a.rekhviashvili@hertz.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "დირექტორის ასისტენტი".
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

