დილის საუზმის მიმტანი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
- ქალაქი
- ქუთაისი
- სამუშაო გრაფიკი
- 07:00-13:00 · კვირაში 3-4 დღე
სრული აღწერა
"Newport Hotel Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დილის საუზმის მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 07:00-13:00;
- შესვენება: 1 საათი;
- სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე;
- მოიცავს კვებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საუზმის სივრცის მომზადება სტუმრების მიღებამდე;
- სტუმრების დახვედრა და თავაზიანი მომსახურება;
- საუზმის ბუფეტის მოწესრიგება და შევსება;
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
- სტუმრების საჭიროებებზე დროული რეაგირება;
- საუზმის დასრულების შემდეგ სივრცის მოწესრიგება;
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
აუცილებელი მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მოწესრიგებული გარეგნობა (Grooming) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და მომსახურების კულტურა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ განვითარების შესაძლებლობას სასტუმროს სფეროში და პროფესიულ გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღებას.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: contact@newporthotelkutaisi.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
